მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს "Erasmus+"-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ "Re-Direction"-ის ფარგლებში პროექტის კონსორციუმის წევრი დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ,,მეცნიერება სოციალურ-კულტურული ცვლილებების, რეალობის, პერსპექტივებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში".
კონფერენციის ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ.
ჯიუ-ს სტუდენტები ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ კონფერენციას.
კონფერენციაზე მოხსენება ინკლუზიურობის მიმართულებით გააკეთა ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზოია ადამიამ.
ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე კი გაუძღვა კონფერენციის ერთ-ერთ პანელს, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას ეხებოდა.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
“RE-DIRECTION “-ის პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
პროექტის X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_