2016 წლის 1 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კონფერენციის მონაწილეებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორებს, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებს, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გააცნო.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.
ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე იხილეთ ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?id=6196&lang=geo