დღეს, 27 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კონკურსის „გააPRე შენი სკოლა“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების გარდა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, აჭარის რეგიონის, ქალაქების - ფოთი, ქუთაისი, წყალტუბო, ხაშური, რუსთავი, ოზურგეთი, მარნეული, მესტიის მუნიციპალიტეტისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტის მონაწილეები შემოქმედებითად მიუდგნენ კონკურსს და საინტერესო და ორიგინალური ვიდე რგოლები შემოგვთავაზეს.
საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
- პირველი ადგილი - ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი (ქ. თბილისი);
- მეორე ადგილი - კავკასიის ბიზნეს სკოლა (ქ. ბათუმი);
- მესამე ადგილი - MASTER CLASS (ქ. ბათუმი).
კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.