გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იწყებს პროექტს „გლობალური უსაფრთხოების ფორუმი 2019”, რომელიც განიხილავს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებს და ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, ჩაერთონ დისკუსიებში, გაიმყარონ საჯარო გამოსვლის, ანალიტიკის, კრიტიკული აზროვნების უნარები და გახდნენ საუკეთესონი.
პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პრობლემების განხილვას, რომელიც შემდეგი ძირითადი აქტივობებით გამოიხატება :
- მრგვალი მაგიდის მოწყობა;
- პრაქტიკული სემინარის ჩატარება;
- სამეცნიერო კონფერენცის ჩატარება.