დღეს, 16 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი სერგი კაპანაძე ლაივ რეჟიმში შეხვდა.
ონლაინ საჯარო ლექციის სახელწოდება იყო ,,საქართველოს პერსპექტივები ევროინტეგრაციის კონტექსტში".
საჯარო ლექციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ონლაინ საჯარო ლექციის თემის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.