ახალი ამბები

ლექცია სტუდენტებისთვის: ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა - ექიმი და სამართალი

26 ოქტომბერი 2023

2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ინიციატივით, სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე: ,,ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა - ექიმი და სამართალი".

ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში საექიმო საქმიანობა;
  • ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა;
  • ექიმის ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება;
  • ექიმის უფლებები პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრებისას.

ლექციას უძღვებოდა თათია ხაბეიშვილი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, IBL Law Office-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.


იხილეთ ფოტოგალერეა...