2018 წლის 22 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ეგიდით, სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლექციის მიზანი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.
ლექციას უძღვებოდა ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე.
ლექციის სახელწოდება იყო „ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“.