2018 წლის 5 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თინათინ ბასილაია სტუმრობდა.
სტუდენტებთან ლექციის თემა იყო „როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს სტრესული ფიქრებისაგან გათავისუფლებაში“.
სტუმარმა ისაუბრა ბაირონ ქეითის მეთოდსა და მისი შექმნის ისტორიაზე (The Work Of Byron Katie).
თინათინ ბასილაიას თქმით, არსებობს გზა სულიერი სიმშვიდე მოიპოვო და საკუთარ თავთან და შენს გარშემო არსებულ სამყაროსთან ჰარმონიაში მოხვიდე. თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს და იპოვოს საკუთარ თავში ეს ძალა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი, მონდომება, გახსნილობა, მზაობა და საკუთარ თავზე, საკუთარ ფიქრებზე მუშაობა.
ლექციის თეორიული ნაწილის შემდგომ სტუმარმა ერთ-ერთი სტუდენტის მაგალითზე ამ მეთოდის დემონსტრირებაც მოახდინა.
თინათინ ბასილაიამ სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.