დღეს, 16 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლიბერთი ბანკის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
GTTU-ს დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცათ საშუალება, გაცნობოდნენ ლიბერთი ბანკის სტრუქტურას, არსებულ ვაკანსიებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის აპლიკაციის საშუალებით ჩატარდა.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ მაია ბლიაძე - ლიბერთი ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შერჩევის განყოფილების უფროსი და ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თამარ ხაინდრავა.