დღეს, 2021 წლის 13 აპრილს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამართლის სპეციალობით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის უფასო online მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასის თემა იყო: ,,პერსონალური მონაცემების დაცვა სოციალურ ქსელში".
მასტერკლასს უძღვებოდა ლიკა საჯაია - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საპარლამენტო მდივანი.