2017 წლის 5 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებს დემიან კორაჟიჩს, ვიდ იაკულინსა და პრიმორსკის უნივერსიტეტის პროფესორ თადეა იერე იაკულინს მასპინძლობდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს, პარტნიორთა კრების თავმჯდომარეს ლია თავართქილაძეს, სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ შენგელი ფიცხელაურსა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორს ედიშერ ფუტკარაძეს.
უცხოელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექცია სლოვენიისა და ევროპის სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.