შეკითხვებზე სტუდენტებმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.
2013 წლის 12 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის – „მასობრივი კომუნიკაცია“ – პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციას უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე, უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინე ვეკუა.
პროგრამის ხელმძღვანელმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა სამაგისტრო პროგრამის სწავლების ძირითადი მეთოდების, მიზნებისა და შედეგების შესახებ; ყურადღება გაამახვილა კრედიტების მოცულობის, მაგისტრანტის ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო გეგმის კონცეფციის თაობაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტიკის მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტები და დაინტერესებული პირნი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იყო შეკითხვები, რომელზეც სტუდენტებმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.