გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული აქციის მონაწილეა.
პროექტი COATS (Clothing Others Against The Snow) უკვე მეცხრე წელია ზამთრის ტანსაცმლით ეხმარება მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
გთუნი ხსენებული პროექტის მხარდამჭერი და აქტიური მონაწილეა.
გასულ წელს უნივერსიტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინეს პატარების მიმართ და, პროექტის ფარგლებში, თანადგომისა და მხარდაჭერის არაერთი აქტივობა განახორციელეს.
შესაბამისად, პროექტის კოორდინატორებისაგან მადლობის სერტიფიკატიც დაიმსახურეს.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წელსაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რიგით მეცხრე საქველმოქმედო აქციაში და სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებენ იმ პატარებს, რომელთაც ამგვარი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.