საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მუდმივად ახორციელებს ხარისხიანი განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს აკადემიურ პერსონალს, პროდუქტიული და ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები გადაეცა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის ზრდას, აკადემიური სტანდარტისა და აკადემიური პერსონალის მოტივაციას კვლევითი აქტივობების გასაძლიერებლად.
GIU ულოცავს თითოეულ მათგანს და უსურვებს წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას!