დღეს, 2022 წლის 25 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი - „ზამთრის კურორტები“.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: მამუკა ბურდული - გუდაურის ტურიზმის ასოციაციის ბორდის ხელმძღვანელი; საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სათავგადასავლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი; სათავგადასავლო კლუბ "ჯომარდის“ დამფუძნებელი და დირექტორი. შპს „გუდაური რენტ“ (სათხილამურო გაქირავება) თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე; თხილამურის/სნოუბორდის ინსტრუქტორი.
სპიკერმა ისაუბრა დღეისათვის ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- საქართველოს ზამთრის კურორტები პანდემიის შემდეგ, 2021-2022 სეზონი;
- ზამთრის კურორტების მენეჯმენტი - გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები; კურორტ გუდაურის მაგალითი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.