გუშინ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission in Georgia) ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ონლაინ ლექცია გამართა.
ონლაინ ლექციას ესწრებოდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნინო ბენიძე, მონიკა გაგუა, ლიკა მაზმიშვილი, გიორგი გალუსტიანი და გიორგი აბეწვაშვილი.
მარეკ შჩიგელმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლზე, მისი მანდატის განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე.
ონლაინ ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.