2016 წლის 14-15 და 21-22 მაისს YES GEORGIA ორკვირიანი ტრენინგის „სტრატეგიული ბრენდირება“ მონაწილეებს მასპინძლობდა. ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერ-კლასი მარკეტინგის, ბრენდის შექმნის, პრომოუშნისა და რეკლამის შესახებ.
პროექტის სტრუქტურა მოიცავდა მარკეტინგული უნარების თეორიულ ანალიზს, დაგროვილი ჩვევების პრაქტიკულ მაგალითებსა და სიტუაციებში გამოყენებას, პროდუქტის ღირებულების შეფუთვის უნიკალურ შესაძლებლობებსა და სტრატეგიული ხედვის ფორმირებას.
ზემოხსენებული ტრენინგი წარმატებით გაიარეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა - ნათია მჟავიამ, ნინო ესიავამ, ნუცა ჩხაიძემ, ზურა შანშიაშვილმა, ხატია ხაბურზანიამ, მარიამ წვერიკმაზაშვილმა და დევი ციხისელმა - და, შესაბმაისად, სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.
გამარჯვება წილად ხვდა გუნდს, რომელსაც წარმოადგენდნენ: ნათია მჟავია, ნინო ესიავა და დევი ციხისელი.