2023 წლის 11 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო მასტერკლასი სახელწოდებით ,,კარიერა ციფრულ მარკეტინგში“.
მასტერკლასზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა:
- რა არის ციფრული მარკეტინგი;
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები;
- ტოპ 10 ციფრული მარკეტინგის უნარი;
- ციფრული მარკეტინგული კარიერა და სხვა.
შეხვედრას უძღვებოდა ნინო ჭანტურია - GTUNI-ის ასისტენტ-პროფესორი; 10-წლიანი გამოცდილებით მარკეტინგის სფეროში.