2023 წლის 4 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი: ,,როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი სწორად - რეგისტრაციის შემდგომი პერიოდი".
ღონისძიების მოწვეული სპიკერი იყო NAEC-ის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი - მაია გაბუნია. მოდერატორი - ნინი ჯამბურია.
აღნიშნულ შეხვედრას, აბიტურიენტების გარდა, ესწრებოდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესის შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა ინტერაქციულ რეჟიმში.
GTUNI მადლობას უხდის ქალბატონ მაია გაბუნიას მხარდაჭერისთვის და საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს კარიერულ გზაზე.