2023 წლის 16 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი Onlain მასტერკლასი ჩატარდა.
შეხვედრის სასაუბრო თემა იყო ,,ბიზნეს შესაძლებლობები და სწორი კომუნიკაცია ჩინურ ბაზარზე".
მასტერკლასი ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული აუდიტორიისთვის იყო მომზადებული.
შეხვედრას უძღვებოდნენ დარგის ექსპერტი სპიკერები:
- ელი ელისაშვილი - GTUNI-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი;
- ბექარ მიქაბერიძე - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი.
შეხვედრამ საინტერესოდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.