2024 წლის 21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა უფასო, Online მასტერკლასი ,,ფსიქოლოგია როგორც პროფესია - მოლოდინი VS რეალობა“.
შეხვედრას უძღვებოდა ნათია ობგაიძე- გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.
მასტერკლასის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:
- ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მთავარი გამოწვევები;
- მითები და რეალობა ფსიქოლოგიის/ფსიქოლოგების შესახებ;
- სტუდენტების მოლოდინები და რეალობა;
- რას უნდა ველოდოთ, რას მოგვცემს ფსიქოლოგია;
- როგორ შეიძლება დავგეგმოთ სწავლა და შემდგომ კარიერა სწორად;
- რა შესაძლებლობებია დღეს ქვეყანაში ამ კუთხით და რა მოთხოვნებს გვიყენებს სფერო.
აღნიშნული შეხვედრა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს დაეხმარება შეიქმნან სწორი წარმოდგენა არჩეული, ან მომავალი პროფესიის შესახებ და შეძლონ გააკეთონ არგუმენტირებული არჩევანი.