2023 წლის 30 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ,,მენტალური მოზაიკის კლუბი" გაიხსნა.
სწორედ იმავე დღეს, კლუბის ინიციატივითა და ეგიდით, სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი ,,ფსიქოლოგია როგორც პროფესია”.
მასტერკლასს უძღვებოდა: ნათია ობგაიძე - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GTUNI-ს ლექტორი, კომპანია GRC ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი, პალიტრა მედია ჰოლდინგის მოწვეული ტრენერი, ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო შემდეგ თემებზე:
- ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მთავარი გამოწვევები;
- მითები და რეალობა ფსიქოლოგიის/ფსიქოლოგების შესახებ;
- სტუდენტების მოლოდინები და რეალობა;
- რას უნდა ველოდოთ, რას მოგვცემს ფსიქოლოგია;
- როგორ შეიძლება დავგეგმოთ სწავლა და შემდგომ კარიერა სწორად;
- რა შესაძლებლობებია დღეს ქვეყანაში ამ კუთხით და რა მოთხოვნებს გვიყენებს სფერო.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს - გიორგი გერგაულს და მოწვეულ სპიკერს ნათია ობგაიძეს საინტერესო შეხვედრისთვის, მსმენელებს კი - აქტიურობისა და ჩართულობისთვის.