,,ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება არ არის საკმარისი.
არსებობს შესაბამისი ცოდნა და კარიერული განვითარების ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლია უდიდესი დრო და ფინანსები დაგაზოგინოს და რეალურ შედეგებამდე მიგიყვანოს“.
2022 წლის 25 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის საწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდა მასტერკლასი ,,კარიერული განვითარება ახალბედობიდან - ექსპერტობამდე".
მასტერკლასს უძღვებოდა კარიერული განვითარების ექსპერტი; კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი მერი ტარიელაშვილი.
შეხვედრის განმავლობაში ბევრ საინტერესო თემაზე იყო საუბარი.
მათ შორის:
- როგორ დაგეგმო საკუთარი კარიერა და მაქსიმალურად სწრაფად ჩამოყალიბდე პროფესიონალად არჩეულ სფეროში;
- რა ნაბიჯებია საჭირო საკუთარი პერსონალური ბრენდის გასააქტიურებლად;
- საიდან მოიზიდო კლიენტები და როგორ შექმნა მომხმარებლის უწყვეტი ნაკადი;
- გაიგო კიდევ უფრო მეტი კარიერულ განვითარებაზე და გამოიყენო თანამედროვე ინსტრუმენტები სწრაფი ზრდისთვის.