დღეს, 25 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის მორიგი მასტერკლასი ჩატარდა.
შეხვედრის თემა იყო ,,კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ტურიზმში“.
მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი ხიდეშელი - GIU-ს ლექტორი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი.
სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ტურიზმის ინდუსტრიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უნარ-ჩვევებზე, რომელიც აუცილებელია ტურიზმის სფეროში წარმატების მისაღწევად.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებასა და წარმატებული კარიერული მომავლის დაგეგმვაში.