2024 წლის 2 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა მასტერკლასი ,,როგორ დავგეგმოთ მოთხოვნადი ტური“.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები და ამ სპეციალობის დაუფლებით დაინტერესებული აბიტურიენტები.
მასტერკლასს უძღვებოდა ეკატერინე გელოვანი - ტურისტული კომპანია ,,მოგზაურობა როგორც ხელოვნება (Travel As Art)” დამფუძნებელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- როგორ შევარჩიოთ მოთხოვნადი, საინტერესო და ეგზოტიკური ქვეყნები;
- როგორ დავგეგმოთ ტური და რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ.
სასერტიფიკატო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, დამსწრეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შეუქმნა რეალური წარმოდგენა არჩეული ან სამომავლო პროფესიის შესახებ.