კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან

17 დეკემბერი 2010

2010 წლის 17 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა, სასწავლო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ მიხეილ მაჭავარიანს უმასპინძლეს.

შეხვედრის დასაწყისში ბატონმა მიხეილ მაჭავარიანმა წმინდა დიდმოწამე ქალწული ბარბარეს ხსენების დღე მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემდგომ კი მიესალმა უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებულ ტრადიციას მსგავსი ხასიათის ღია ურთიერთობებისა და შეხვედრების ორგანიზების თაობაზე, მოკლედ მიმოიხილა განათლების სფეროში განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმები, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი, შეეხო იმ საშინაო თუ საგარეო გამოწვევებსა და რეალურ საფრთხეებს, რომელთა გადალახვაც მოუწევს ჩვენს ქვეყანას.

ამის შემდეგ ინიციატივა სტუდენტებმა აიღეს და სასწავლო შეხვედრამ კითხვა-პასუხის სახე მიიღო.იყო აქტუალური კითხვები.

იყო საინტერესო და არგუმენტირებული პასუხებიც.

იყო შეთავაზება და იყო დაპირებაც.
კერძოდ:

უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბატონი მიხეილ მაჭავარიანი ახალი სასწავლო წლის (2011-2012) დასაწყისისათვის მოიპატიჟეს სასწავლებელში და კიდევ ერთი: შესთავაზეს უნივერსიტეტის ახალ, ხელოვნურსაფარიან სტადიონზე საქართველოს პარლამენტისა და უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვა.