კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
განცხადებები
ახალი ამბები
ახალი ამბები
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერთან
2010 წლის 22 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მოწვევით, ჟურნალისტი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე სტუმრობდა.
მანანა მანჯგალაძემ მომავალ ჟურნალისტებს თავისი ჟურნალისტური ბიოგრაფიის დეტალებზე მოუთხრო. მისი თქმით, მოქმედი ჟურნალისტის კარიერა ჯერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობით შეიცვალა. ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ენატრება ის დრო, როდესაც იგი მოქმედი ჟურნალისტი იყო და როდესაც მისი ყოველი სამუშაო დღე მოულოდნელობებით იყო სავსე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ყოფილი ჟურნალისტიც სიტყვაუხვობით გამოირჩეოდა.
მანანა მანჯგალაძემ სტუდენტებს გაუზიარა თავისი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ჟურნალისტი. მან თხოვნით მიმართა მომავალ ჟურნალისტებს, გაითვალისწინონ მისი რჩევა და, პირველ რიგში, დაეუფლონ ცოდნას. აღნიშნა, რომ ჟურნალისტობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა. თუმცა, ჭეშმარიტ ჟურნალისტს არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველთვის იყოს ობიექტური, დაიცვას საკუთარი პრინციპები და არასოდეს გადაუხვიოს პირად მრწამსსა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსს.
სტუდენტებმა ყოფილ ჟურნალისტს დაუსვეს კითხვა „იმიტირებული ქრონიკის“ შესახებაც. ქალბატონი მანანა მანჯგალაძის თქმით, მისთვის ეს ფაქტი იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევა.
შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტმა სტუდენტებს საკუთარი ოცნებაც გაანდო და იმედი გამოთქვა, რომ მისი, როგორც ჟურნალისტ მანანა მანჯგალაძისა, და გთსუ-ის აღზრდილი ჟურნალისტების გზები რომელიმე ტელევიზიაში აუცილებლად გადაიკვეთება.