კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

18 თებერვალი 2014
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა (თბილისი, საქართველო) და მიკოლას რომერის უნივერსიტეტს (ვილნიუსი, ლიტვა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას ამ ორ უნივერსიტეტს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი, ასევე კვლევით პროგრამებსა და საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, აგრეთვე სხვა ორმხრივად სასარგებლო და ურთიერთშეთანხმებული აქტივობების განხორციელებას.

იხილეთ ბმული პარტნიორი უნივერსიტეტის ვებ გვერდიდან:
https://www.mruni.eu/en/naujienos/detail.php?el=203983