ახალი ამბები

კიდევ ერთი მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის დასტურად

13 თებერვალი 2013

2013 წლის 13 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრმლობა განხორციელდება ურთიერთდახმარების აღმოჩენის გზით და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მხარეების ინიციატივის საფუძველზე.

თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისათის განათლების მიღების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა. ასევე უნივერსიტეტის მიერ სამინისტროსათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას სამართლებრივ, სიქოლოგიის, სოციოლოგიისა და სხვა სფეროებში.

სწავლების კონკრეტულ მიმართულებებს, ფორმებსა და მეთოდებს მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების გზით. მხარეები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ დისტანციური სწავლების მეთოდს.


მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შესაძლებლობის მიცემას, სასწავლო პრაქტიკული კურსი გაიარონ სამინისტროს სისტემაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.