კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა

22 მარტი 2012

2012 წლის 22 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი პროფესიული, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ერთობლივ დახვეწასა და კორექტირებაში, ასევე განხილვა–დამტკიცებაში; ერთობლივი ტრენინგების/სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაში; უზრუნველყოფენ სტუდენტთა მიერ სტაჟირების ორგანიზებას მისადმი დაქვემდებარებულ ეკონომიკისა და ბიზნეს სტრუქტურებში; ასევე, სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკისა
და სტაჟირების ნაყოფიერად და წარმატებულად გავლის მიზნით, უზრუნველყოფენ შესაბამისი უფლებამოსილ პირთა აქტიურ თანამშრომლობას სასწავლო პრქატიკის კოორდინატორებთან და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას პრაქტიკის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწარეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა თამაზ კვარაცხელიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და მისმა თანმხლებმა პირებმა უნივერსიტეტის შენობა, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.