ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრსა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის 4 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით გთუნის შვიდი სტუდენტი მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გადიოდა სტაჟირებას.
სტაჟრების პერიოდში სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს, მიზნებს და ამოცანებს, თანამშრომელთა ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ ყოველდღიურ საქმიანობას. საინტერესო და სასარგებლო იყო მათი მონაწილეობა ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და მიწოდების პროცესში, ტურისტებთან კომუნიკაცია.
სტუდენტები გაეცნენ მცხეთის ტურისტულ პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ჰქონდათ შეხვედრა ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მეწარმეებთან.