2018 წლის 15 აპრილს რუსთავი სტუდენტური თასის წყვილთა რბოლის მონაწილეებს მასპინძლობდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ფინალურ რბოლაში, გთუნის სტუდენტების მეტოქეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.
დაძაბულ რბოლაში გთუნის სტუდენტები მეორე საპრიზო ადგილით დაკმაყოფილდნენ.
ამჯერად გთუნის ღირსებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ხიდირბეგიშვილი, ალექსანდრე ხუბუნია, ბაჩუკი ოშხარელი და რეზო ხელაძე იცავდნენ.
გთუნის სტუდენტებს 300 ლიტრი საწვავი, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ვულოცავთ გთუნის სტუდენტებს ამ მოკრძალებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.