2015 წლის 18 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეთოდური სემინარი - "სწავლება XXI საუკუნეში", რომელიც მიეძღვნა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების ეფექტიანობის საკითხებს გთსუ-ში.
სემინარის ფარგლებში ჩატარდა სამი ვორქშოფი.
ვორქშოფზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
- პროფ. მაია უკლება - "სწავლების თანამედროვე მეთოდები XXI საუკუნეში";
- პროფ. ლალი ჩაგელიშვილი - "სიტუაციური ამოცანები და კოლაბორაციული სწავლება პრაქტიკაში";
- პროფ. ამირან თავართქილაძე - "პრობლემაზე დაფუძნებული თეორიული სწავლება";
- პროფ. მაია უკლება - " Power Point პრეზენტაციები და ბრეინსტორმინგი ტურიზმის სწავლებაში";
- პროფ. მარინე ვეკუა - "თანამედროვე მეთოდები ჟურნალისტიკის სწავლებაში";
- პროფ. ნონა ახალაშვილი - "კვლევის მეთოდი და გუნდური მუშაობა ფსიქოლოგიის სწავლებაში";
- პროფ. სერგო ჭელიძე - "სწავლების თანამედროვე მეთოდები სამართალში".
კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და თანამედროვე მეთოდებით მუშაობის გამოცდილება.
დასასრულს გაიმართება დისკუსია.