კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
იმიტირებული სასამართლო პროცესი
2011 წლის 8 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში განიხილავდნენ ყაჩაღობის ფაქტზე ჩადენილ დანაშაულს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის, მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. საქმეში, პირობითად, წარმოდგენილი იყო მოსამართლე, სხდომის მდივანი, სამი ბრალდებული, მათ შორის: ერთი - არასრულწლოვანი, მეორე - უცხო ქვეყნის მოქალაქე, მესამე - საქართველოს მოქალაქე, მათი ადვოკატები, ბრალდების მხარის ორი წარმომადგენელი, მოწმეები, ექსპერტები და, რა თქმა უნდა, დაზარალებული.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა შენგელი ფიცხელაურმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, აგრეთვე მიუთითა იმ მინიმალურ ხარვეზებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მსვლელობისას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სისტემატური ხასიათი ექნება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი იურისტების თეორიული ცოდნის სასამართლო პრაქტიკასთან შერწყმას.