2016 წლის 18 ნოემბერს, კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შეხვდნენ.
თავდაპირველად, წესისამებრ, სტუმარმა მოკრძალებულად წარადგინა საკუთარი თავი, მოკლედ ისაუბრა განვლილი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, გარკვეული რჩევა-დარიგება მისცა მომავალ კოლეგებს და წარმატებები უსურვა მათ.
შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და სტუდენტების საქმიან ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი ინტერესი და სიმძაფრე შესძინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და მომავალ კოლეგებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღო.