ახალი ამბები

მომავალი სამხედრო ჟურნალისტები პოლიგონზე

12 აპრილი 2016

2016 წლის 11 აპრილს გთსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის “ექსტრემალური ჟურნალისტიკის” სახელოსნოს მესამე კურსის სტუდენტები მათ ხელმძღვანელ, ირაკლი ალადაშვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დაესწრნენ მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურ სწავლებას „ოცეული შეტევაში“.

გთსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის „ექსტრემალური ჟურნალისტიკის“ სახელოსნოში უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს სტუდენტების მომზადება სამხედრო ჟურნალისტიკის განხრით, ასევე ექსტემალურ პირობებში (ბუნებრივი კატაკლიზმები, ტექნოგენური კატასტროფები) ჟურნალისტის მიერ თავისი პროფესიული მოვალების შესასრულებლად.

თეორიისა და პრქატიკული ცოდნის ერთობლიობა უნივერსიტეტში დანერგილი სწავლების მეთოდიკის განუყოფელი ნაწილია.

ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მომავალმა სამხედრო ჟურნალისტებმა არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც იცოდნენ, თუ როგორ გააშუქონ საბრძოლო მოქმედების ზონაში მიმდინარე მოვლენები და ამასთან დაიცვან პირადი უსაფრთხოების წესები.

თავდაცვის სამინისტრომ სრული დახმარება აღმოუჩინა სტუდენტებს, რათა დეტალურად გაცნობოდნენ ქართული არმიის შეიარაღების ნიმუშებს, საბრძოლო ტექნიკას, ახლოდან ედევნებინათ თვალი სწავლების მიმდინარეობისთვის და რაც მთავარია, საფუძვლიანად გასაუბრებოდნენ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს.

მომავალი ჟურნალისტების პოლიგონზე სტუმრობა ჯარისკაცული სადილით დასრულდა.


იხილეთ ფოტოგალერეა