ახალი ამბები

მორიგი მასშტაბური თანამშრომლობის პროექტი კორეის რესპუბლიკის სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტთან

26 აგვისტო 2023

2023 წლის 25 გვისტოს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტთან შეთანხმება გააფორმა.

აღნიშნული შეთანხმება რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს. .

ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას.

თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტში სწავლისთვის GKS სტიპენდიის მოპოვების, რაც სწავლისა და ხარჯების სრულ (100 %-იან) დაფინანსებას გულისხმობს.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას:
- სხვადასხვა სასწავლო, კვლევითი, კულტურული და შემეცნებითი პროექტების ფარგლებში;
- უნივერსიტეტები შეძლებენ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას.

შეთანხმების მიზანია ყოველწლიურად უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლა სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

Sungshin Womens University-ს თითქმის 100 წლის ისტორია აქვს, კორეის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომელსაც მინიჭებული აქვს ,,Excellent IEQAS University” სტატუსი და 2023 QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 591-600 ადგილი უკავია.


საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ისწავლება კორეული ენა. კორეულ მიმართულებას ხელმძღვანელობს კორეიდან მოწვეული ლექტორი - Milan Lee..

GIU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ და ისწავლონ კორეული ენა დამატებითი საფასურის გარეშე.