კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

მემორანდუმი რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის

15 მარტი 2011

2011 წლის 15 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც გთსუ-ს ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის მეორე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ სასწავლო პრაქტიკა რუსთვის საქალაქო სასამართლოს კლინიკაში, სადაც შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.