მემორანდუმი უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა
2013 წლის 14 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა.
თეა წულუკიანმა სტუდენტებთან მართლმსაჯულების სისტემაში, შრომის კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, აგრეთვე, „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიაზე" ისაუბრა.
ამის შემდგომ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გადავიდა და მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
იმ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი მათიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს და ამ დოკუმენტის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იუსტიციის სამინისტროში გაივლიან სტაჟირებას.
„იუსტიციის სამინისტრო მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ამას ემატება პერსონალური ფაქტორიც. კერძოდ, ის, რომ ეს უნივერსიტეტი მდებარეობს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადგილზე და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიე პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელთანაც იუსტიციის სამინისტრო ხელს მოაწერდა თანამშრომლობაზე“ – დასძენს იუსტიციის მინისტრი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნივერსიტეტის შენობა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა – იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკისა და ტელეჟურნალისტიკის ლაბორატორიები, სასწავლო ბანკი, იმიტირებული ტურისტული სააგენტო, და კონსალტინგური ცენტრი დაათვალიერა.