2016 წლის 21 იანვარს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში TEMPUS-ის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Project 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES-CruiseT Network of competence centers for the development of cruise tourism in the Black Sea region (Georgia and Ukraine) ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა.
უნივერსიტეტს სტუმრობდა აღნიშნული პროექტის კოორდინატორი საქართველოში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რომან მამულაძე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა სამუშაო თემა იყო „CruiseT-ის პროექტის მიმდინარეობის აქტუალური საკითხები“.
ასე მაგალითად:
- „CruiseT-ის პროექტით გათვალისწინებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის -„ტურიზმის მენეჯმენტი“ შემუშავებისა და მასში პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობის შესახებ;
- კომპეტენციათა ცენტრების მიერ მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების შემუშავების შესახებ;
- საქართველოში არსებული კომპეტენციათა ცენტრების ორგანიზებით "ერთობლივი პროექტების“ განხორციელების შესახებ;
- ბოლცანოს ევროპულ აკადემიაში (იტალია) დაგეგმილი შეხვედრისათვის მზადების შესახებ;
- 2016 წლის სექტემბერში, ბათუმში, CruiseT-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციისა და საკოორდინაციო შეხვედრისათვის მზადების შესახებ.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტში მონაწილე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.