2015 წლის 20 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში (გთსუ) ქართული ჟურნალისტიკის დღის აღსანიშნავად მრგვალი მაგიდა გაიმართა.
ამჯერად მრგვალი მაგიდის მინაწილეთა მსჯელობის თემა იყო მედიაგანათლება.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტური და მედია საგანმანათლებლო პროგრამების ავტორები, ხელმძღვანელები, კოორდინატორები და სასწავლო პროცესში ჩართული პროფესურა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს დღეს მედია სივრცეში დამკვიდრებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოს მედიაბაზრისა და მედიაგანათლების შესაბამისობა; ასევე ჟურნალისტური სწავლების ამერიკული და ევროპული მიდგომები და გამოცდილებები.
დასასრულს გაიმართა სჯა-ბაასი.