2016 წლის 15-19 დეკემბერს ინდოეთი მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების მე-18 კონგრესის მონაწილეებს მასპინძლობდა.
მსგავსი მასშტაბის ფორუმი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება და, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. ასე მაგალითად, მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების მე-17 კონგრესი მექსიკაში ჩატარდა, მე-16 კონგრესი - იაპონიაში და ა. შ.
კონგრესზე სამოცი ქვეყნის შვიდას ორმოცდაათზე მეტი დელეგატი იყო წარმოდგენილი.
საქართველოდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე.
კონგრესზე პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე წარსდგა ორი მოხსენებით: ,,კრიმინოლოგიის სწავლების საკითხი საქართველოში“ და ,,ქალები და ბავშვები როგორც დანაშაულის მსხვერპლი”.
დასასრულს კონგრესის მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.