დღეს, 2021 წლის 26 აპრილს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა.
ვებინარის სახელწოდება იყო: „ტურიზმი პანდემიის პირობებში - გამოწვევები და პერსპექტივები“.
ვებინარს უძღვებოდა ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე; ტურიზმისა და მომსახურების პროფესიული დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე.