გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნიდერლანდელმა პროფესორმა სტუდენტებისათვის სპეციალურად მომზადებული ტრენინგ კურსი დაასრულა.
ტრენინგის თემა იყო „პიროვნება და ლიდერობის უნარები" (Personality&Leadership).
ტრენინგს უძღვებოდა ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, გთუნის საპატიო დოქტორი, ბატონი ჩერეკ ბუსტრა.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.