თანამედროვე სიმღერის კონკურსში ნინია მეტრეველს ბადალი არ ჰყავდა.
ახალი ამბები
ნინია მეტრეველი - „სტუდენტური დღეები - 2014“ გამარჯვებული
23 მაისი 2014
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტმა ნინია მეტრეველმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში „სტუდენტური დღეები - 2014 ევროპული მომავლისათვის“ თანამედროვე სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
წლეულს „სტუდენტური დღეები - 2014 ევროპული მომავლისათვის“ სამი მიმართულებით ჩატარდა: კულტურულ-შემოქმედებითი, ინტელექტუალური და სპორტული.
თანამედროვე სიმღერის კონკურსში მონაწილეს შეეძლო შეესრულებინა სოლო, დუეტი ან მრავალხმიანი სიმღერა მინუს ფონოგრამის თანხლებით. კონკურსის ჟიური კონკურსანტს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა ვოკალი, ტექნიკა, არტისტიზმი და ნაწარმოების სირთულე.
თანამედროვე სიმღერის კონკურსში ნინია მეტრეველს ბადალი არ ჰყავდა და ნომინაციაშიც გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.