კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ოლიმპიადა ინგლისურ ენაში

27 აპრილი 2011

2011 წლის 27 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაში ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში უნივევერსიტეტის 16 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

სტუდენტური ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება.

პირველი ტური on-line რეჟიმში ჩატარდა. ტესტის შესავსებად სტუდენტებს 45 წუთი ჰქონდათ მიცემული. ოლიმპიადის ჩატარების წესის თანახმად, უნდა გამოვლენილიყო ხუთი გამარჯვებული, რომლებიც მეორე ტურში მიიღებდნენ მონაწილეობას.

პირველ ტურში ორმა სტუდენტმა ერთნაირი შედეგი აჩვენა და ამიტომ მეორე ტურში, ავტომატურად, ექვსი სტუდენტი გადავიდა.

ესენი არიან:

  1. ბასილიძე ლადო - 84 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  2. მდევაძე ზურაბი - 74 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  3. პაპავა ლია - 71 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  4. ნემსაძე ეკატერინე - 70 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  5. ბაკურაძე ელენა - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  6. ყიფშიძე სოფიკო - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი).

მეორე ტური მიმდინარე წლის 3 მაისს ჩატარდება და გასაუბრების სახე ექნება.