ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე სამართლის ფაკულტეტების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში მარადმწვანე ნარგავებს გააშენებენ.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
კიდევ ერთი კარგი ტრადიცია უნივერსიტეტში
დღეს, 2012 წლის 19 აპრილს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კიდევ ერთ კარგ ტრადიციას – კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენებას ეყრება საძირკველი.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე სამართლის ფაკულტეტების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შავი ფიჭვისა და დეკორატიული მარადმწვანე ტუიას ნარგავებს გააშენებენ და ამით გამოხატავენ პირად დამოკიდებულებასა და პატივისცემას უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალისა თუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში არ დაიშურა ძალა, ენერგია, თავისი ცოდნა და გამოცდილება, რათა ამ ახალგაზრდებისათვის ის ოთხი წელი, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, ცხოვრების საძირკველი, ცხოვრების წყაროს სათავე და ბეწვის ხიდი გამხდარიყო სიბნელესა და სინათლეს შუა ბედისაგან გადებული.
როგორც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ამბობენ, მომავალში ეს ის ადგილი იქნება, სადაც უნივერსიტეტის წლევანდელი თუ მომავალი აკადემიური წლის კურსდამთავრებულები შეხვდებიან ერთმანეთს და ახლა უკვე თავად გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისაუბრებენ მათთვის აქტუალურ თემებზე, მისცემენ რჩევა–დარიგებებს მომავალ კოლეგებს და ამით ეს მშვენიერი ტრადიციაც გაგრძელდება.
წარმატებები ვუსურვებთ მომავალ კურსდამთავრებულებს.
იმედი ვიქონიოთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ახალგაზრდებში ისეთი "ცხოვრების კვირტი" გამოიკვანძა, რომლიდანაც, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, "მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანი" გამოვა.