კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

31 მაისი 2011

2011 წლის 31 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს „დონ იმპექსს“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და შპს „დონ იმპექსის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად ამირიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში შპს „დონ იმპექსი“ მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი სასწავლო პროგრამების შემუშავება-განხილვაში, ერთობლივი კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებაში, აგრეთვე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პრაქტიკის ორგანიზებას მისდამი დაქვემდებარებულ ეკონომიკისა თუ ბიზნეს სტრუქტურებში.

მემორანდუმი ძალაშია 2011 წლის 31 მაისიდან.