სახელმძღვანელოში დიდი ადგილი ეთმობა ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა წარმოშობა–ჩამოყალიბების გნოსეოლოგიურ ფესვებს.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ნოდარ ჯავახიშვილი
ფარმსახლი, კომერციული დირექტორი
2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.
ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი.
მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.
GTUNI ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.
გირჩევთ, ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ ამ უნივერსიტეტის სახელი.
განცხადებები
ახალი ამბები
კიდევ ერთი კარგი სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის
2013 წლის 14 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის – „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“ – პრეზენტაცია მოეწყო.
წიგნის რედაქტორები არიან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შენგელია და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინე კვაჭაძე; რეცენზენტები – სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე; სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გეფერიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ დიასამიძე.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“ არის სრულყოფილი სახელმძღვანელო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ამასთან ერთად, იგი ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო აკადემიის კურსანტებსა და მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტებთან.
ჰუმანიტარული სამართლის შესწავლა და მისი ძირითადი პრინციპებისა და დებულებების ცოდნა–გაცნობიერება, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება საქართველოსათვის მეტად საშური საქმეა. ამ თვალსაზრისით წიგნი შინაარსობრივად განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
სახელმძღვანელოში დიდი ადგილი ეთმობა ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა წარმოშობა–ჩამოყალიბების გნოსეოლოგიურ ფესვებს, რაც კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რა ფასად უჯდება კაცობრიობას ომები, მისი გამომწვევი მიზეზები და სავალალო შედეგები.
ავტორს, ფაქტობრივად, დამუშავებული აქვს როგორც „ჰააგის სამართლის“, ასევე „ჟენევის სამართლის“ ძირითადი კონვენციები და შესაბამისი ოქმები, გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებები, ამ სფეროში ეროვნული კანონმდებლობა და შედარებით–სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით იძლევა მათი შეწონადობის საინტერესო მოდელს.
პროფესორ გივი ლობჟანიძის სახელმძღვანელო კარგი შენაძენია თანამედროვე იურისპრუდენციისათვის და ის დიდ სამსახურს გაუწევს აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებულ ადამიანებს.
წიგნი ეძღვნება დამსახურებული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გურამ თავართქილაძის ნათელ ხსოვნას.