კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

კიდევ ერთი ახალი სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის

11 ნოემბერი 2013
ამ დღეებში გამოვიდა პროფესორ ლალი ჩაგელიშვილის სახელმძღვანელო „ბიზნესის ადმინისტრირება“.

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია დაეხმაროს საზოგადოების თითოეულ წევრს აღნიშნული მაღალი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. იგი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ბიზნესის სფეროში დასაქმებულ პირებს ბიზნესის ადმინისტრირების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა ბიზნესის ეფექტიანობა და მასზე მოქმედი ფაქტორები, ბიზნესის სტრატეგია, მარკეტინგული მართვის აუცილებლობა, ბიზნეს-გეგმის სწორად გააზრება და შედგენის ორგანიზაცია, ბაზრების მრავალსახეობა და მათზე გასვლის თავისებურებანი, ბიზნესის დაფინანსების წყაროები, ინვესტიციები და მათი ეფექტიანობის შეფასება და ა. შ.

მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც ანალიტიკურადაა გაშუქებული და კიდევ უფრო ნათლ წარმოდგენას შეუქმნის სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში.

სახელმძღვანელოში განხილული მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანობის განსაზღვრის საკითხები დახმარებას გაუწევს არა მარტო სტუდენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ და საქმიან პირს, რომლებსაც აქვთ საკუთარი საქმე და ზრუნავენ მის კონკურენტუნარიანობაზე.

სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის.